"სენაკსა და ზუგდიდში მოქმედებს "ძალოვანთა შტაბი", რომელიც ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს პირადობებს ართმევს" – წითლიძე "სენაკსა და ზუგდიდში მოქმედებს "ძალოვანთა შტაბი", რომელიც ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს პირადობებს ართმევს" – წითლიძე /> "/> " />


  15:30:42     15-10-2024

"სენაკსა და ზუგდიდში მოქმედებს "ძალოვანთა შტაბი", რომელიც ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს პირადობებს ართმევს" – წითლიძე

1728991935წით.jpg

მოქმედებს ე.წ. ძალოვანთა შტაბი, რომელსაც სამხარეო პოლიციის უფროსი ხელმძღვანელობს და რომელიც ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევს"  - განცხადებას ამის შესახებ ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ანა წითლიძე აკეთებს და  სენაკსა და ზუგდიდში უკანონო ქმედების ჩამდენ მაღალჩინოსნებს ასახელებს და მათ ფოტოებს ასაჯაროებს:

"დღეს მე დავასახელებ ადამიანებს, რომლებიც სენაკსა და ზუგდიდში ასრულებენ უკანონო დავალებას და პირადობის მოწმობებს ართმევენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილი, რათა ისინი არ მივიდნენ არჩევნებზე. ჩემს მიერ დასახელებული პირები იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ თანამშრომლობს კრიმინალი და სახელმწიფო ერთმანეთთან, ქართული ოცნების სასარგებლოდ.

სენაკში მოქმედებს პირადობის მოწმობების ჩამორთმევით დაკავებული ე.წ. ძალოვანთა შტაბი, რომელსაც ხელმძღვანელობს სამეგრელოს სამხარეო პოლიციის უფროსი გიგა ზესაშვილი. ასევე სენაკში, პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში არიან მხილებული პოლიციის თანამშრომლები:
ბადრი გოგინავა - სამხარეო პოლიციის თანამშრომელი, ბუთხუზი სირია - ნოსირის პოლიციის განყოფილების უფროსი, კახა ჭაავა - ზანის განყოფილების უფროსი, ასევე, მერიისა და აიიპ-ის თანამშრომლები: ბეჟან გუნია, მონიკა ვასილევა, სოსო მატახერია, დათო საჯაია, თორნიკე ჯიჯეიშვილი.

ზუგდიდში პირადობის მოწმობების ჩამორთმევებს ორგანიზებას უწევს დათო შენგელია, ე.წ. ტყის ძმების მეთაური; გია ყალიჩავა პოლიციის თანამშრომელი, გიზო ვეკუა "ოცნების" აქტივისტი, ირაკლი ჯიქია - შსს-ს თანამშრომელი და ლაშა ვეკუა - საპატრულო პოლიციის თანამშრომელი." – განაცხადა ანი წითლიძემ. 


ავტორი: presa.ge